გამოიგონეს სამკურნალო საშუალება, რომლის წყალობითაც მომავალში დაკარგული კბილები ისევ გაიზრდება

კბილები

იაპონიაში მეცნიერებმა გამოიგონეს სამკურნალო საშუალება ადამიანებისთვის, რომლებსაც კბილები აკლიათ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის დაბადების დეფექტების, კბილების გაფუჭების ან ეროზიის გამო.

ამჟამად კბილების გარეშე ადამიანები იძულებულნი არიან ატარონ პროთეზები ან იმპლანტანტები, მაგრამ უახლოეს მომავალში კბილები, სავარაუდოდ, გაიზრდება.

კვლევის ავტორმა კაცუ ტაკაჰაშიმ თქვა, რომ ახალი პრეპარატი ბლოკავს პროტეინს USAG-1, რომელიც ზღუდავს კბილების ზრდას. თავდაპირველ ექსპერიმენტებში მკვლევრებმა პრეპარატი მისცეს თაგვებს თანდაყოლილი მცირე რაოდენობის კბილებით, რის გამოც მათ ახალი კბილები ამოეზარდათ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების ან დისკომფორტის გამოწვევის გარეშე.

ახლა, ტესტირების ახალ ეტაპზე, პრეპარატი ინტრავენურად შეჰყავთ 30-დან 64 წლამდე მოხალისეებს.

„ჩვენ გვინდა რაღაცის გაკეთება, რათა დავეხმაროთ მათ, ვისაც აწუხებს უკბილობა. გვჯერა, რომ ადამიანების მოლოდინები კბილების ზრდასთან დაკავშირებით მაღალია“,- ამბობს სპეციალისტი.