რა არის ანგელოზის ციფრები და რას ნიშნავს თუ ყველგან 11:11-ს ხედავთ
1716113415
ფლორიდის პოლიციის ოფიცრის მიერ სამხედრო მფრინავის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავმა ორგანომ ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
მოკლული 23 წლის მამაკაცია, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციაში მსახურობდა. მისი ოჯახი ირწმუნება, რომ ფლორიდის პოლიციამ რეიდი არასწორ მისამართზე ჩაატარა და ცეცხლიც არამიზნობრივად გახსნა.
პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ 23 წლის მფრინავს ხელში იარაღი უჭირავს, თუმცა ოფიცერს არ უმიზნებს.
ფლორიდის პოლიციის ოფიცერი კი ირწმუნება რომ იგი ცეცხლის გახსნის დროს, თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.