1762706568
ფილიპინებს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება - ევაკუირებულია მილიონამდე ადამიანი
ძლიერი ტაიფუნი "ფუნგ-ვონგი" ფილიპინებს უახლოვდება. სტიქიის გამო, მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სუპერტაიფუნი 9 ნოემბრის ბოლოს ან 10 ნოემბერს გამთენიისას ჩრდილოეთ პროვინცია ავრორას დაატყდება თავს.
ფილიპინების ჩრდილოეთ პროვინციებში სკოლები და სამთავრობო უწყებების უმეტესობა 11 ნოემბრამდე დაიხურა, ხოლო, სულ მცირე, 325 შიდა და 61 საერთაშორისო რეისი გაუქმდა.
ამასთან, ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშა აღმოსავლეთ პროვინციების ზოგიერთ ნაწილში, ხოლო გემებს აეკრძალათ ზღვაში შესვლა, მინიმუმ, 109 საზღვაო პორტიდან.











