ფილერი ორგანიზმში გაქვავდა, რის გამოც ექიმებს ქალის საჯდომის კუნთის მოკვეთა მოუწიათ - საბედისწერო პლასტიკური ოპერაცია

საბედისწერო პლასტიკური ოპერაცია

მექსიკელი ქალის, იერედ ლიკონას სრულყოფილი სხეულის მიღების ოცნება საბედისწერო აღმოჩნდა. ახლა ის პაციენტია, რომელსაც ექიმებმა საჯდომის კუნთი მოკვეთეს. მიზეზი კი, შემავსებელი ფილერი ორგანიზმში გაქვავება გახდა.

როგორც გაირკვა, ქალს არალეგალური შემავსებელი გაუკეთეს. მოგვიანებით მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ფილერმა გაჟონა და მისი ქსოვილი დაინფიცირდა.

„მე ექიმს ვენდობიდი, მათ კი გაუფრთხილებლად პოლიმერები გამიკეთეს. საშინელი რეაქცია გამოიწვია. ოპერაციას აღარასდროს გავიკეთებ... საშინელი ტკივილი დამეწყო. სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და ვერ გამეგო რა ხდებოდა, ნამდვილი კოშმარი იყო. როგორც ამიხსნეს, ამ მდგომარეობას ASIA სინდრომი ჰქვია, ეს ანთებითი პროცესია, რომელსაც ორგანიზმში შემავსებლის შეყვანა იწვევს“,- განაცხადა იერიდმა.