ევროპარლამენტარი მაკეი ვოშიკი: პოლონეთის კონსტიტუციით დაცულია ოჯახის ტრადიციული მოდელი - სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის დარტყმა ოჯახზე და პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის იგნორირება

პოლონეთი

ევროპარლამენტარი მაკეი ვოშიკი ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც ევროპარლამენტარი წერს, ეს გადაწყვეტილება არის მცდელობა, პოლონელებს თავს მოახვიონ იდეოლოგია, რომელიც მათ არ სურთ.

„პოლონეთის კონსტიტუციით დაცულია ოჯახის ტრადიციული მოდელი, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის დარტყმა ოჯახზე და პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის იგნორირება; ეს არის მცდელობა, რომ პოლონელებს თავს მოგვახვიონ იდეოლოგია, რომელიც არ გვსურს”, - წერს ვოშიკი.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა სცენ პატივი და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქის გერმანიაში დარეგისტრირებული ქორწინების აღიარებაზე უარი თქვა.