2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს - ცნობილია ვის შეეხება დახმარება
1769023454
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეცვალოს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული „კულტურა“.
რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის ვიდეო და დაწერა, რომ შეერთებული შტატები ევროპელ ხალხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„ჩვენ ძლიერი მოკავშირეები გვინდა და არა სერიოზულად დასუსტებული. ევროპამ უნდა დატოვოს კულტურა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს გაანადგურებენ“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ევროპელები უნდა ჩამოსცილდნენ იმ კულტურას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნეს.
„საშინელი სანახავია, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც საკუთარ თავს უკეთებენ, რასაც უკეთებენ ამ ლამაზ ადგილებს. ჩვენ გვსურს ძლიერი მოკავშირეები და არა სერიოზულად დასუსტებულები. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა იყოს ძლიერი. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა.