სინოპტიკოსების გაფრთხილება - ამინდი მკვეთრად იცვლება
1749760435
ევროკავშირის კომისიის წარმომადგენელი ანუარ ელ ანუნი ეთანხმება გაერო-ს ბირთვული სააგენტოს დასკვნას, რომ ირანი არ ასრულებს თავის ბირთვულ ვალდებულებებს. ამასთან, ანუნი მოუწოდებს ირანს, აღადგინოს სრული თანამშრომლობა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან და სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ რეზოლუციას, რომელიც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს საბჭომ მიიღო. ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, აღადგინოს სრული თანამშრომლობა სააგენტოსთან და სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. მოვუწოდებთ ირანს, გამოიჩინოს თავშეკავება და თავი აარიდოს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონში სიტუაციას“, – განაცხადა ანუარ ელ ანუნიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და ჩართულ მხარეებთან აქტიურ კონტაქტზეა.
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის დელეგაციებში განთავსებული თანამშრომლების უსაფრთხოება. ჩვენი დელეგაციები ადგილზე ინფორმირებული არიან აშშ-ს გეგმების შესახებ, შეამცირონ რეგიონში მათი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედროების, ყოფნა. ჩვენ შეზღუდული დიპლომატიური წარმომადგენლობა გვაქვს რეგიონში და მჭიდრო კონტაქტზე ვართ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. ასევე, ევროკავშირის საკონსულტაციო მისიასთან და ბაღდადში მყოფ სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნებთან“, – განაცხადა ანუარ ელ ანუნიმ.