1765569542
ევროკომისიამ ლიეტუვასგან განმარტებები მოითხოვა კანონმდებლობაში შესატანი იმ ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც გაამარტივებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის შეცვლას
ევროკომისიამ ლიეტუვასგან განმარტებები მოითხოვა კანონმდებლობაში შესატანი იმ ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით, რომლებიც გაამარტივებს საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT) ხელმძღვანელის შეცვლას - ამ ცვლილებამ ლიეტუვაში უკვე გამოიწვია მასობრივი პროტესტი.
11 დეკემბერს ევროკომისიამ მიმართა ლიეტუვის კულტურის სამინისტროს, რათა მიეღო განმარტებები მედიის თავისუფლების შესახებ ევროპული კანონის (EMFA) დებულებების შესრულების თაობაზე.
9 დეკემბერს, სეიმის წინ, კანონპროექტის წინააღმდეგ 10 ათასამდე ადამიანი - ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები - გამოვიდა, რომლებიც ხედავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხეს ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში.












