1757179938
Euronews: გერმანიის პოლიცია AFD - ს ათეულობით წევრის გარდაცვალებაში კანონსაწინააღმდეგო ნიშნებს ვერ ხედავს, თუმცა ეჭვები კიდევ უფრო ღრმავდება

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატების სიკვდილი შეთქმულების თეორიებს იწვევს“- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას euronews-ი. გერმანიის პოლიცია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) ათეულობით წევრის გარდაცვალებაში კანონსაწინააღმდეგო ნიშნებს ვერ ხედავს, თუმცა ეჭვები კიდევ უფრო ღრმავდება.
ადგილობრივი არჩევნების კამპანიის დროს ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ის შვიდი კანდიდატი გარდაიცვალა, რამაც სოციალურ მედიაში უსაფუძვლო ეჭვების გავრცელებას შეუწყო ხელი. მედიის ცნობით, კამპანიის დროს AfD-ის ექვსი კანდიდატი გარდაიცვალა, ბოლო დღეებში კიდევ ერთი კანდიდატის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ არცერთ გარდაცვალებასთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება არ არსებობს, გერმანიის AfD-ის წარმომადგენელმა, გავრცელებული ინფორმაციით უარყო ეჭვები დაღუპულთა რაოდენობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, AfD-ს კანდიდატების დაღუპვის მაჩვენებელმა შეთქმულების თეორიები გამოიწვია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილი გარკვეულწილად განზრახ იყო. თებერვლის ფედერალურ არჩევნებში სიდიდით მეორე პარტიის, AfD-ის 46 წლის ლიდერმა, ალის ვაიდელმა, X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სიკვდილი „სტატისტიკურად თითქმის შეუძლებლად“ იყო შეფასებული. ბრიტანელმა ულტრამემარჯვენე აქტივისტმა ტომი რობინსონმა, X-ზე კითვს დასვა: „რა ხდება აქ?“ , რაზეც ილონ მასკმა რობინსონის პოსტს ერთი სიტყვით უპასუხა: „უცნაურია“.