ერიკ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თავადაც მიიღებს

ერიკ ტრამპი

დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შეერთებული შტატების მომდევნო არჩევნებში ტრამპების ოჯახის რომელიმე წევრმა მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისი განცხადება მან Financial Times-თან ინტერვიუში გააკეთა. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვაჟის ეს განცხადება უფროსი ძმის, დონალდ ტრამპ უმცროსის პოლიტიკურ ამბიციებზე ერთგვარი მინიშნებაა, რომელიც პოლიტიკურ ამბიციებს ღიად გამოხატავს.

„ნამდვილი კითხვაა: გსურს ჩართო შენი ოჯახის სხვა წევრები ამ პროცესში? მინდა თუ არა, რომ ჩემმა შვილებმა იგივე გამოცდილება მიიღონ, რაც მე უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში? იცით, თუ პასუხი იქნება კი - ვფიქრობ, პოლიტიკური გზა მარტივი იქნებოდა, ანუ, მგონია, რომ შემეძლო ამის გაკეთება. და სხვათა შორის, ვფიქრობ, ჩვენს ოჯახში სხვა წევრებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება“, - აღნიშნა ტრამპმა.