1751921238
ემანუელ მაკრონი ბრიტანეთში „ბრექსიტის“ შემდეგ პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. მისი სამდღიანი ვიზიტი დღეს დაიწყება. მაკრონს ლონდონის სამხედრო აეროპორტში უელსის პრინცი და პრინცესა დახვდებიან, რის შემდეგაც ის მეფე ჩარლზ მესამესა და დედოფალ კამილას შეხვდება.
ხვალ კი მაკრონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან გამართავს მოლაპარაკებებს. ლიდერების საუბრის მთავარი თემა ლა-მანშის სრუტეზე უკანონო მიგრაცია იქნება. ასევე დაგეგმილია მაკრონის შეხვედრები პარლამენტში.
„ბრექსიტის“ შემდეგ ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტია დიდ ბრიტანეთში.