ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრისას ირანის პრეზიდენტის წინაშე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი განმარტავს, საუბრის დროს მან ირანის პრეზიდენტს რამდენიმე მოთხოვნა წამოუყენა: საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ირანში არიან დაკავებულები, ფრანგი მოქალაქეებისა და ფრანგული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ირანში.

ემანუელ მაკრონის თქმით, ირანის პრეზიდენტს ასევე მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, ზავის დაცვისა და რეგიონში მშვიდობის აღდგენის ხელშეწყობისკენ, ასევე ბალისტიკური და ბირთვული საკითხების განსახილველად მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ჩარჩოს დაცვისა და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მუშაობის სწრაფი განახლებისკენ ირანში სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მომავალ დღეებში გააგრძელებს მუშაობას ამ მიზნების მისაღწევად.