ქეთი ეგიდუნაშვილის ყოფილმა ქმარმა დუმილი დაარღვია - რას ამბობს „ტიკტოკერის“ შვილის მამა
1752436406
სექტემბერში დუბაიში გაიხსნება რესტორანი, სადაც შეფ მზარეულის როლს ხელოვნური ინტელექტი მოირგებს. დაწესებულება სახელწოდებით WOOHOO საკუთარ თავს „მომავლის რესტორნად“ წარადგენს. საკვების მომზადებით აქ ადამიანები იქნებიან დაკავებულები, თუმცა მენიუს შედგენაზე და სამზარეულოს მართვაზე პასუხისმგებელი ხელოვნური ინტელექტი შეფი Aiman-ი იქნება.
რესტორნის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ Aiman-მა სწავლა სამეცნიერო კვლევებისა, პროდუქტების მოლეკულური შემადგენლობისა და მთელი მსოფლიოს სამზარეულოს რეცეპტების დახმარებით გაიარა. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ კერძებს ვერ დააგემოვნებს, ის რეცეპტებს პროდუქტების ტექსტურიდან და მჟავიანობიდან გამომდინარე ადგენს.
მათ ბოლომდე დამუშავებაზე კი მაინც ადამიანები იზრუნებენ.
პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტი კულინარიაში პირველ რიგში დამატებითი ინსტრუმენტია და Aiman-ის მიზანი სარესტორნო ბიზნესიდან ადამიანის განდევნა არ არის.