საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1754922302
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი პოლონეთსა და უკრაინას შორის განხეთქილების შეტანას ცდილობს. ამის შესახებ დონალდ ტუსკი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ტუსკი აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში მიმდინარე ომში მნიშვნელოვანი მომენტი ახლოვდება, რის გამოც, რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინასა და პოლონეთს შორის განხეთქილების შესატანად.
„უკრაინელების ანტიპოლონური ჟესტები და პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება პუტინის სცენარია, რომელიც ორგანიზებულია უცხოელი აგენტებისა და ადგილობრივი იდიოტების მიერ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.