დონალდ ტრამპმა ახალი სამხედრო გემის „ტრამპის კლასის“ პრეზენტაცია გამართა

დონალდ ტრამპ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი სამხედრო გემების მშენებლობის გეგმის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია ფლორიდის რეზიდენციაში გაიმართა და საბრძოლო ხომალდის სახელწოდება „ტრამპის კლასი“ იქნება.

პრეზიდენტის თქმით, გემები უფრო დიდი, სწრაფი და ასჯერ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აშშ-ის მიერ აწყობილი ნებისმიერი წინა საბრძოლო ხომალდი.

თავდაპირველად დაახლოებით 2,5 წელიწადში უნდა აშენდეს ახალი კლასის ორი გემი, ხოლო საბოლოოდ 20-დან 25-მდე გაიზრდება მათი რაოდენობა.

როგორც ამერიკული მედია წერს, ახალი სამხედრო ხომალდები იქნება ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო ფლოტის რეორგანიზაციას, რათა არ ჩამორჩეს და შეაჩეროს ისეთი გლობალური მოწინააღმდეგე, როგორიცაა ჩინეთი და აღადგინოს გემთმშენებლობის ინდუსტრია შეერთებულ შტატებში.