"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1747806141
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის თქმით, აუცილებელია, რომ შეწყდეს ყველა დარტყმა.
„არსებობს შეთავაზება, რომელიც გაკეთდა ცეცხლის შეწყვეტისა და უფრო ფართო მსჯელობების დასაწყებად. თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეძლებს ცეცხლის შეწყვეტას, ეს ძალიან კარგი საქმეა და საფრანგეთი მას მხარს დაუჭერს. აბსოლუტურად აუცილებელია, რომ შეწყდეს ყველა დარტყმა ორივე მხრიდან ენერგეტიკულ, ადმინისტრაციულ და კულტურულ ინფრასტრუქტურებზე, მით უფრო მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამას არაფერი ამართლებს“, – განაცხადა მაკრონმა.