დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრამპმა რამდენჯერმა გამოხატა ნეთანიაჰუს მიმართ უკმაყოფილება. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გააფრთხილა, არ გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რასაც შეიძლება, ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებების ჩაშლა მოჰყვეს.

„ვუთხარი მას, რომ ამის გაკეთება ახლა შეუფერებელი იქნებოდა, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტასთან“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.

ირანი მალე ომანის მეშვეობით შეერთებულ შტატებს ბირთვული შეთანხმების საპასუხო წინადადებას წარუდგენს, შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაეილ ბაღაიმ გააკეთა.