დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში უცხოური ჯარის გაგზავნას მძიმე შედეგები მოჰყვება, არიან ქვეყნები, რომლებიც უგუნურ პოზიციას იკავებენ, არ სურთ, გაიგონ ასეთი უგუნური ქმედებების მძიმე შედეგები

პესკოვი

უკრაინაში ნებისმიერი უცხოური ჯარის გაგზავნას მძიმე შედეგები მოჰყვება, თუმცა ყველა დასავლურ ქვეყანას ეს არ ესმის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა უკრაინაში სამხედრო კონტინგენტების განლაგებასთან დაკავშირებით „მსურველთა კოალიციის“ გეგმაზე საუბრისას.

მისი თქმით, არიან ქვეყნები, რომლებსაც უგუნური პოზიცია აქვთ.

„როგორც ყოველთვის, არიან ქვეყნები, რომლებიც უგუნურ პოზიციას იკავებენ ან ვერ ხვდებიან, ან არ სურთ, გაიგონ ასეთი უგუნური ქმედებების მძიმე შედეგები. და, არიან ქვეყნები, რომლებიც რეალობას გაცილებით უკეთ აცნობიერებენ“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.