პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებულთა სიას ორი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი დაამატა.
დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულებს შორისაა რუსი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი და ბლოგერი მიხეილ ზვინჩუკი.
„დუგინი ჩართულია ან მონაწილეობდა უკრაინის დესტაბილიზაციაში, რადგან ის პასუხისმგებელია, მონაწილეობს, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნებისმიერ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის უკრაინას ან ძირს უთხრის ან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“, – წერია დოკუმენტში.
ასევე, სანქციები დაემატა დუგინის მიერ დაარსებულ გეოპოლიტიკური კვლევებისა და საინფორმაციო რესურსების ცენტრს, რუსეთის მოქალაქეების საზღვარგარეთ უფლებების დაცვის ფონდს, ბრიუსელში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს EUROMORE, GOLOS და RYBAR.
სანქციები მოიცავს დუგინისა და ზვინჩუკის დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, ასევე მათი და ქვეყანაში სანქცირებული ორგანიზაციების საქმიანობის გაყინვას.