დიდი ბრიტანეთის მეფემ კიბოსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა

მეფე ჩარლზი

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ, გადაწყვიტა საჯაროდ ისაუბროს კიბოსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე, მასშტაბური საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ წერს გამოცემა Daily Mail.

77 წლის მონარქმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას და საკუთარ დიაგნოზთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. ეს ბრიტანეთის მონარქიისთვის უპრეცედენტო ნაბიჯია, რადგან სამეფო ოჯახის წევრები ტრადიციულად ინარჩუნებენ კონფიდენციალურობას სამედიცინო საკითხებში.

მიმართვის მიზანია ბრიტანელების წახალისება, რეგულარულად ჩაიტარონ პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება. მეფეს დაავადება 2024 წლის დასაწყისში დაუდგინდა.

ამ მიმართვის ჩაწერამდე მონარქი უკვე სტუმრობდა ბირმინგემის საავადმყოფოს პაციენტებს და გულახდილად ესაუბრებოდა მათ დაავადებასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე.