დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელსაც არჩევნებში 6 წლის ბიჭი უპირისპირდება - ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

2024 წლის არჩევნები დაწყებულია და, დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელსაც არჩევნებში 6 წლის ბიჭი უპირისპირდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპზე საუბრისას განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერმა ისაუბრა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესებზე და სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ.

„დონალდ ტრამპს ბოლო ხანებში ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა და მე ამას შტორმიან ამინდს ვუწოდებდი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი, 6 იანვრის მოვლენების 3 წლის თავზე ჩემს მიერ დასმულ კითხვას - არის თუ არა დემოკრატია ისევ წმინდა საქმე ამერიკისთვის. თქვენ, კორესპონდენტთა ასოციაციას გადამწყვეტი როლი გეკისრებათ იმაში, რომ ამერიკელები გადაწყვეტილების მიღებისას სრულად იყვნენ ინფორმირებულები, მით უფრო რომ ყოფილ პრეზიდენტს კაპიტოლიუმზე თავდასხმისას დემოკრატიაზე თავისი დამოკიდებულება არც კი დაუმალავს“, - განაცხადა ბაიდენმა.