VIDEO: გიორგი ყიფშიძე გავრცელებულ ჭორებს პასუხობს, თუ ვინ აჩუქა ბინა
1715596740
ვაშინგტონში თეთრი სახლის კორესპონდენტების ყოველწლიურ ვახშამზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის წინამორბედ დონალდ ტრამპზე და ასევე საკუთარ ასაკზე იხუმრა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
„რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და დიახ, ასაკი არის აქტუალური საკითხი – მე, ზრდასრული კაცი კენჭს ვიყრი ექვსი წლის ბავშვის წინააღმდეგ“, – იხუმრა 81 წლის ბაიდენმა 77 წლის დონალდ ტრამპის მისამართით, რომელსაც მან „მძინარა დონი“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ თავად დონალდ ტრამპი ხშირად უწოდებდა ჯო ბაიდენს „მძინარა ჯოს“.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ასაკი ერთადერთია, რაც მასა და დონალდ ტრამპს აკავშირებს