დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
1762274321
დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. საზეიმო ცერემონიაზე ბერკშირში გაიმართა. 50 წლის ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს ამ მიღწევით.
„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტი ვარ - მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ხალხი ჩვენს მონარქიაზე მესაუბრება. ეს სიამაყით მავსებს“, - განაცხადა ბექჰემმა.
პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.
დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.
