დედამ, სავარაუდოდ, აბაზანაში 10 წლის შვილის დახრჩობა სცადა - გადარჩენისთვის ბავშვმა გაითამაშა, ვითომ მკვდარი იყო (აშშ)

აშშ- პოლიცია

ალაბამაში დედამ, სავარაუდოდ, სცადა შვილის დახრჩობა აბაზანაში მას შემდეგ, რაც მან უთხრა, რომ მამასთან ცხოვრებას ამჯობინებდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ეშლი ელიზაბეტ ჯონსი, ბრალდებულია ბავშვზე ძალადობაში.

10 წლის ბიჭმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ დედამ დაარტყა და უკბინა.

გადარჩენისთვის, ბავშვმა გამომძიებლებს უთხრა, რომ თავის გადასარჩენად გაითამაშა თითქოს მკვდარი იყო.

ამის შემდეგ, სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, დედამისმა იგი კარადაში სამი საათის განმავლობაში გამოკეტა.

სავარაუდო შეურაცხყოფა გრძელდებოდა ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. 

ბიჭმა დაურეკა მამას და სთხოვა, რომ წაეყვანა ის კვირას.

სამართალდამცავებმა დედა დაკითხვაზე მეორე დღეს მიიყვანეს.

გაურკვეველია, შეიცვალა თუ არა მეურვეობის უფლება ინციდენტის შემდეგ, რადგან ეს პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის.