დაღუპულთა შორის ბავშვიცაა - ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

ხარკოვი

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვას ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი სახლი გახდა. ტერეხოვის ინფორმაციით, ადგილზე არის მნიშვნელოვანი ნგრევა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით, რუსეთი ქალაქს თავს სავარაუდოდ ორი რაკეტით დაესხა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ხარკოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.