დაღუპულია ორი და დაჭრილია 21 ადამიანი - ჩინეთში ერთ-ერთ კლინიკაში კაცი დანით შევარდა

ჩინეთში ერთ-ერთ კლინიკაში კაცი დანით შევარდა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, კაცი საავადმყოფოში დანით შევარდა და კლინიკის თანამშრომლებს თავს დაესხა. ინციდენტისას ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინური მედიის მერ გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი ადგილობრივია. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.