დააკავეს დედა, რომელიც 5 წლის შვილის სიკვდილისთვის იყო ძებნილი - ბავშვის ცხედარი ჩემოდანში იპოვეს

დაკავებული

გასულ კვირას დააკავეს დედა, რომელსაც ინდიანას პოლიცია ეძებდა მას შემდეგ, რაც 2022 წელს მისი 5 წლის შვილის ცხედარი ჩემოდანში იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

38 წლის დეჟაუნ ლუდი ანდერსონს ბრალად ედება თავისი შვილის, კაირო ამარ ჯორდანის მკვლელობა. როგორც ცნობილია, ჩემოდანი, რომელშიც ბავშვის ცხედარი იყო, სოკოს შეგროვებისას ტყეში მამაკაცმა იპოვა. 

პოლიციის ცნობით, აუტოფსიამ დაადგინა, რომ ბავშვი ელექტროლიტური დისბალანსით გარდაიცვალა, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ვირუსული გასტროენტერიტით.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, ასეთი ვირუსული მდგომარეობა არის კუჭისა და ნაწლავების ანთება, რაც იწვევს ღებინებას და დიარეას, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია.

კოლმენმა, ერთი წლის შემდეგ აღიარა მკვლელობა და მიესაჯა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.