1750362602
ჩვენი პასუხები სიონისტური რეჟიმის მუდმივ აგრესიაზე იქნება უფრო გამანადგურებელი და გადამწყვეტი - ირანის პრეზიდენტი

ჩვენ არ დავეთანხმებით ბირთვული აქტივობების ნულამდე დაყვანას რაიმე გზით და, მეორე მხრივ, ჩვენი პასუხები სიონისტური რეჟიმის მუდმივ აგრესიაზე უფრო გამანადგურებელი და გადამწყვეტი იქნება, – ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუფ ფეზეშქიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელმა უხეშად დაარღვია ყველა საერთაშორისო წესი ირანის წინააღმდეგ აგრესიული ომით.
ფეზეშქიანის განცხადებით, შეუძლებელია ქვეყნისთვის იმ უფლების ომებით და მუქარით ჩამორთმევა, რაც მას საერთაშორისო სამართლით აქვს მინიჭებული.
ირანის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის მიმართ ნდობის შესაქმნელად. მასუფ ფეზეშქიანის განცხადებით, ისრაელის ბოლოდროინდელმა აგრესიულმა აქტმა დაამტკიცა, რომ ირანის თავდაცვითი ძალის გაძლიერების გეგმები საერთოდ არ ექვემდებარება მოლაპარაკებას.