ჩვენი გზავნილია ქართველი ხალხისთვის, რომ ვაფასებთ მათ თავდადებას თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჟან ნოელ ბარო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, მედიასთან, საქართველოზე ისაუბრა და თქვა, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავდადებას დემოკრატიის მიმართ და რომ ჰქონდა შესაძლებლობა, ქვეყნის ხელისუფლებასთან საკუთარი აზრი პირადად გამოეხატა.

განცხადება ჟან ნოელ ბარომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

"ჩვენი გზავნილია ქართველი ხალხისთვის, რომ ვაფასებთ მათ თავდადებას თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვქონდა და ასევე, მეც მქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, რომ ჩვენი აზრები პირადად გამოგვეხატა მათთან, ვისაც ეს ეხება", - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკური შეცდომა და მოუწოდებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს შეხედოს, როგორც პარტნიორს და არა როგორც დაპირისპირებულ მხარეს. "ქართული ოცნება" საფრანგეთის მთავრობას მის ისტორიულად დაბალ რეიტინგსა და ლეგიტიმაციის პრობლემას ახსენებს.