ჩვენ მათ ,,პეტრიოტის” სისტემებს გავუგზავნით, პუტინი რბილად საუბრობს, თუმცა საღამოს ყველას ბომბავს” - ტრამპი უკრაინაზე

ტანკი

უკრაინისთვის ,,პეტრიოტის" ტიპის სარაკეტო სისტემების გაგზავნაზე ისაუბრა კიდევ ერთხელ დონალდ ტრამპმა, თუმცა ამერიკის პრეზიდენტს არ დაუსახელებია კომპლექსების რაოდენობა. მისივე თქმით, ამ შეიარაღების ფულს ევროკავშირი გადაიხდის.

"ჩვენ მათ ""პეტრიოტის"" სისტემებს გავუგზავნით", რაც ნამდვილად სჭირდებათ, რადგან პუტინი რბილად საუბრობს, თუმცა საღამოს ყველას ბომბავს. ეს მე არ მომწონს"", - განაცხადა ტრამპმა.

ამავე დროს გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის არ გეგმავს მისი არმიის შეიარაღებაში არსებული Taurus-ისა და Patriot-ის ტიპის შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემას. ბორის პისტორიუსის განმარტებით, გერმანიას Patriot-ის მხოლოდ 6 საზენიტო-სარაკეტო სისტემა დარჩა და ამის გათვალისწინებით, მას ვერავის მისცემენ.