გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
ირანზე განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
"ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა", - წერს სახელმწიფო მდივანი.
მარკო რუბიომ განმარტა, რომ ისრაელმა შეატყობინა ვაშინგტონს, რომ მისი ქმედებები "თვითდაცვისთვის იყო საჭირო".
შტატების პრეზიდენტმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ირანი შესაძლოა, გახდეს დიადი ქვეყანა, თუმცა ჯერ სრულად უნდა თქვან უარი ბირთვული იარაღის წარმოების იმედზე". დონალდ ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციას ირანთან მოლაპარაკების წარმოებაც დაავალა.
"მასშტაბური კონფლიქტის შანსი არსებობს. ჩვენ ამ რეგიონში ბევრი ამერიკელი გვყავს. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, ტერიტორია დატოვონ, რადგან მალე შეიძლება რაღაცა მოხდეს. მე არ მსურს ვიყო ის, ვისაც გაფრთხილება არ გაუცია. რაკეტები მათი შენობების მიმართულებით მიფრინავს. მე კონფლიქტის თავიდან აცილება მინდა. მოლაპარაკებებში ირანს სიხისტე მართებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმგვარ რაღაცებზე უნდა დაგვთანხმდნენ, რაზეც ამ დროისთვის უარს აცხადებენ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.