ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
ჩინურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვალ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი ერთმანეთს სამხრეთ კორეაში შეხვდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ინვესტორები, როგორც აშშ-ში, ისე ჩინეთში იმედოვნებენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მრავალთვიან სავაჭრო დაძაბულობას შეამცირებს.
„ორი ქვეყნის მეთაურები სტრატეგიული და გრძელვადიანი საკითხების შესახებ სიღრმისეულ მოლაპარაკებებს გამართავენ“, - ციტირებს სააგენტო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.
სი ძინპინისა და ტრამპის შეხვედრა სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში გაიმართება.