ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1756669420
ჩინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის საცდელ უვიზო რეჟიმს შემოიღებს. ინფორმაციას რუსული მედია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, 15 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებს ჩინეთში ჩასვლა პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, უვიზოდ შეეძლებათ. პეკინში განმარტეს, რომ რუსეთის მოქალაქეები ჩინეთში დარჩენას უვიზოდ 30 დღე შეძლებენ.
როგორც ჩინეთი საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებით იმოქმედებს 2026 წელის 14 სექტემბრამდე.
ცნობისთვის, ამჟამად ჩინეთში უვიზოდ ჩასვლა მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. გარდა ამისა, პეკინსა და მოსკოვს შორის გაფორმებულია შეთანხმება ჯგუფური ტურისტული მოგზაურობის მონაწილეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
ცნობისთვის, 31 აგვისტოს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა. 2 სექტემბერს პუტინი ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.