ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

2025 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, ჩინეთმა აშშ-ს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ტიტული წაართვა. ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში გერმანიის იმპორტმა და ექსპორტმა ჩინეთთან 163,4 მილიარდ ევროს მიაღწია, მაშინ როდესაც აშშ-სთან მიმართებით ეს მაჩვენებელი 162,8 მილიარდ ევროს შეადგენს.

2024 წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი აშშ გახდა, რითაც ჩინეთის 8-წლიანი ლიდერობის პერიოდი დაასრულა, თუმცა წელს პეკინმა პირველობა დაიბრუნა. Reuters-ი ცვლილებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ შარშან ბერლინი პეკინზე დამოკიდებულების შემცირებას პოლიტიკური განსხვავებების გამო ცდილობდა.