14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1757793748
მოკლული ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი 21 სექტემბერს არიზონაში, Arizona State Farm-ის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 60 ათასზე მეტ ადამიანს იტევს. ამის შესახებ ინფორმაციას კირკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია Turning Point USA სოციალურ მედიაში ავრცელებს.
როგორც მოსალოდნელია, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
არიზონაში, კერძოდ ქალაქ ფენიქსში მდებარეობს კირკის ორგანიზაციის შტაბ-ბინა. ასევე, ამ შტატში ცხოვრობდა თავად აქტივისტი ოჯახთან ერთად.
31 წლის ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.