ბრემენის საერთაშორისო აეროპორტმა დრონების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

ფრენები

ბრემენის საერთაშორისო აეროპორტში დრონის აღმოჩენის გამო, ავიარეისები შეფერხდა. გავრცელებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი გვიან ღამით შენიშნეს.

ის აეროპორტის სიახლოვეს ერთი საათის განმავლობაში დაფრინავდა. აეროპორტი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ მუშაობდა, თუმცა შემდეგ რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ გაუშვა დრონი.