ბორტგამცილებელმა, რომელიც ფრენის შიშის გამო სამსახურიდან გაუშვეს, დისკრიმინაციის საქმეზე სასამართლო მოიგო

frena

British Airways-ის ბორტგამცილებელმა, კომპანიის წინააღმდეგ დისკრიმინაციის საქმეზე სასამართლო პროცესი მოიგო. ის სამსახურიდან ფრენის წინ ზედმეტი ნერვიულობის გამო გაათავისუფლეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

სასამართლოზე ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ კლიფორდი ავიაკომპანიაში Covid-19-ის  პანდემიამდე, თითქმის 40 წლის განმავლობაში მუშაობდა.
თუმცა, მას შვებულებისა და ავადმყოფობის დროს, სტრესისა და დეპრესიის სიმპტომები განუვითარდა, რის გამოც ფრენისთვის უვარგისად ცნეს.

დროებით, სახმელეთო სამუშაოებზე გადაყვანის შემდეგ, კლიფორდმა 2022 წლის ბოლომდე ფრენა მაინ ვერ შეძლო და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მან კომპანიას უჩივლა და განაცხადა, რომ მენეჯერმა მისი მდგომარეობის სიმძიმე "დააკნინა" და ეს "უბრალოდ მცირე დისკომფორტად" შეაფასა.

სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიას ქალის მრავალწლიანი სამუშაო სტაჟი უნდა გაეთვალისწინებინა და ის ისეთი სამსახურით დაეკმაყოფილებინა, რომელიც ფრენებთან არ იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, კომპანიას მისთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს.