ბორელის თქმით, ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები 21 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ

 ჟოზეფ ბორელი

ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები 21 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს არის პოლიტიკური შინაარსის სიმბოლური აქტი. სახელმწიფოს აღიარებასთან ერთად, ის აღიარებს ნებას, რომ ეს სახელმწიფო არსებობდეს“, - აღნიშნა ბორელმა და დასძინა, რომ ესპანეთის, ირლანდიისა და სლოვენიის მაგალითს შეიძლება ბელგიამ და სხვა ქვეყნებმა მიჰბაძონ.

მანამდე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ამ გადაწყვეტილების ოფიციალური გამოქვეყნების ვადები არ დაუსახელებია.