ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750524420
ისრაელის სამხედრო ავიაცია ირანის ქალაქ ბენდერ აბასს ბომბავს.
ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ბენდერ აბასში განთავსებულ უპილოტო აპარატების და სხვა სახის შეიარაღების საწყობებზე.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ეფი დეფრინის განცხადებით, სამხედრო ავიაციამ დარტყმების სერია განახორციელა ირანის ცენტრალურ ნაწილში, რომლის ფარგლებში ირანის სამი ერთეული „ეფ 14“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა.
ისრაელის მედია წერს, რომ ირანის დედაქალაქ თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750524420