ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სერბეთის მთავრობას და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რათა მათ ამერიკიდან გაძევებული მიგრანტები დროებით საკუთარ ქვეყნებში მიიღონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთი წყარო უყვება, ამ იდეას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონული წარმომადგენლობები ამუშავებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა ვაშინგტონმა აღნიშნულ ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევა.
ოფიციალური კომენტარი არც თეთრ სახლს, არც სახელმწიფო დეპარტამენტს, არც სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, მაისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა კუბის, ჰაიტის, ნიკარაგუისა და ვენესუელის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე მოქალაქისთვის სამართლებრივი სტატუსი ჩამოართვას და ქვეყნიდან გააძევოს.