მათემატიკის გამოცდაში აბიტურიენტების 16%-მდე ჩაიჭრა – როგორია 2025 წლის მონაცემები ყველა საგანში
1755686168
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პოტენციური შეხვედრის ადგილად მოსკოვი შესთავაზა, რაზეც ზელენსკიმ უარი განაცხადა, – ამის შესახებ „ბიბისი“ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით წერს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა განაცხადა, რომ უკრაინამ „დაუყოვნებლივ უარყო“ ვლადიმერ პუტინის წინადადება ორი ლიდერის მოსკოვში შეხვედრასთან დაკავშირებით.
„როგორ რეაქციას ელოდით ჩვენგან? – თქვა მან და ეს იდეა ყველამ მაშინვე უარყო. გუშინ ჩვენ უკვე გავიარეთ ეს საკითხი“, – განაცხადა ლიტვინმა.