ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი კვლავ მიიღებს საპასუხო ზომებს „ჰამასის“ წინააღმდეგ, თუ დაჯგუფება შეეცდება ისრაელელ სამხედროებს ზიანი მიაყენოს

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი კვლავ მიიღებს საპასუხო ზომებს ჰამასის წინააღმდეგ, თუ დაჯგუფება შეეცდება ისრაელელ სამხედროებს ზიანი მიაყენოს, - განცხადებამინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

მისი თქმით, ღაზის სექტორის ცალკეულ რაიონებში, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს, „ჰამასის კერები ჯერ კიდევ არის“.

„თუ ჩვენი სამხედროების დაზიანების მცდელობა იქნება, ჩვენ დავარტყამთ როგორც თავდამსხმელებს, ასევე მათ ორგანიზაციას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.