დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
1754296105
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასს“ არა შეთანხმება, არამედ ისრაელის მორალური გატეხა სურს. ამ განცხადებით ბენიამინ ნეთანიაჰუ დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მძევლების ვიდეომასალის გავრცელებას გამოეხმაურა და დაჯგუფება ნაცისტებს შეადარა.
„ჰამასის“ მონსტრები შიმშილით აწამებენ მძევლებს, როგორც ნაცისტები ებრაელებს. მაგრამ ჩვენ არ გავტყდებით. უფრო მეტი სიმტკიცით ვარ აღსავსე, გავათავისუფლო ჩვენი დატყვევებული ვაჟები, გავანადგურო „ჰამასი“ და უზრუნველვყო, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარასოდეს წარმოადგენს “, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.