ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ავრანეტში მიწისძვრა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20 ადამიანამდე გაიზარდა. დაშავებულია 530 ადამიანზე მეტი. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

6,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქთან, მაზარ-ი-შარიფთან იყო, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 01:00 საათზე, 28 კილომეტრის სიღრმეზე დაიწყო.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები 12 დაღუპულის შესახებ.