აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს

უკრაინის დახმარების საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი მომავალ კვირაში განიხილავს

შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს რუსეთის ფედერაციიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთიდან აშშ-ში გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს ძალაში შესვლიდან 90 დღის შემდეგ. თუმცა დროებითი გამონაკლისები ნებადართულია 2028 წლის იანვრამდე.

აღსანიშნავია, რომ კონგრესში განიხილეს 2.7 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომელიც მოხმარდება აშშ-ის ურანის ინდუსტრიის განვითარებას, რუსეთიდან ნედლეულის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების პირობით.

როგორც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რუსეთი გამდიდრებული ურანის მთავარი უცხოური მიმწოდებელია, რაც რუსეთის ეკონომიკას წელიწადში, დაახლოებით, ერთ მილიარდ დოლარს აძლევს.

კანონპროექტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.