აშშ-მა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს კარგი შეთანხმებაა ყველასთვის. ეს ჩვენ ერთმანეთთან დაგვაახლოებს. ეს არის თანამშრომლობა გარკვეული თვალსაზრისით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება.

ფონ დერ ლაიენმა ეს „უზარმაზარ შეთანხმებად“ შეაფასა, რომელსაც „რთული მოლაპარაკებების“ შემდეგ მიაღწიეს. შეთანხმების შედეგად, ევროკავშირმა თავს აარიდა 30%-იან ტარიფები, რომლებიც პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში.