1755763467
აშშ-მ საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
რუბიოს თქმით, სანქციები წესდება ამერიკელების და ისრაელელების მიმართ მიმდინარე მუქარის საპასუხოდ.
ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური პარიზი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გააუქმოს ყველა სანქცია სისხლის სამართლის საერთაშორისო მოსამართლეებზე, რომელთა შორის ფრანგი მოსამართლეც არის.