აშშ-ის სამხრეთი სარდლობა: აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს, დაღუპულია რვა ნარკოტერორისტი

აშშ-ის სამხრეთი სარდლობა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთი სარდლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულია „რვა ნარკოტერორისტი“.

„გემები წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდნენ და ნარკოტრეფიკინგში იყვნენ ჩართული. ამ ქმედებების დროს სულ რვა ნარკოტერორისტი დაიღუპა – სამი პირველ გემზე, ორი მეორე და სამი მესამე გემზე“, – აღნიშნულია აშშ-ის სამხრეთი სარდლობის ინფორმაციაში.