აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბელარუსის მიმართ სანქციების ნაწილი შეამსუბუქა - „როიტერი“

სახაზინო დეპარტამენტი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბელარუსის მიმართ სანქციების ნაწილი შეამსუბუქა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სახაზინო დეპარტამენტმა გააუქმა სანქციები ავიაკომპანია „ბელავიას“ და მისი კუთვნილი თვითმფრინავის მიმართ, რომელსაც  ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოჯახის წევრები და მაღალჩინოსნები იყენებდნენ.

დეპარტამენტმა ასევე გასცა ლიცენზია, რომელიც ლუკაშენკოს მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანია „სლავკალს“ გარკვეულ ოპერაციებზე რთავს ნებართვას.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავები, რომლებზეც ვრცელდება ლიცენზია, არის Boeing 737, რომელიც ეკუთვნის ბელარუსის მთავრობას და გამოიყენებოდა როგორც საპრეზიდენტო თვითმფრინავი. ასევე „სლავკალის“ საკუთრებაში არსებული ვერტმფრენი, რომელიც გამოიყენებოდა ლუკაშენკოს მიერ რეზიდენციასა და მინსკს შორის გადასაყვანად.

„როიტერი“ წერს, რომ აშშ-მა სანქციები ბელარუსის მიერ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ შეამსუბუქა.