ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
აშშ-ირანის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში განახლდეს, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
„განიხილება ირანელებთან მიმდინარე კვირაში შეხვედრის გამართვა”, – განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა მედიას.
Axios-ის რამდენიმე წყაროს ცნობით, შეხვედრა, თუ ის გაიმართება, იქნება აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრის მიზანი იქნება დიპლომატიური ინიციატივის განხილვა, რომელიც ბირთვულ შეთანხმებას და ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას მოიცავს.